მარინა ეზუგბაია - გუშინ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევა ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება, პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა
მარინა ეზუგბაია - გუშინ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევა ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება, პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირქტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დადასტურებული კოორნავირუსის შემთხვევა ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება და კლინიკაში მოტავსებული ეს პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„ჩვენთან გუშინ გვიან, როცა ჩატარდა ტესტირება, გუშინ დღე-ღამის განმავლობაში ჩვენთან 15 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ერთი პაციენტი დაგვიდასტურდა, რომელიც შემოგვემატა. სულ ჩვენ 35 დადასტურებული შემთხვევა გვყავს და საერთოდ გატარებული გვაქვს 72 დადასტურებული შემთხვევა ცენტრში. აქედან 38-ია ჩვენთან განკურნებული, ხოლო ქვეყანაში 54-ია ჯამში განკურნებული.

დიდი ხანია, ეროვნული ბანკის კონტაქტები გამოკვლეულია. იმიტომ ხდება დადასტურება ეროვნულ ბანკში მომუშავე პირების, რომ კონტაქტები კარგად არის გამოკვლეული, მოძიებული, მერე კვლევა ჩატარებული და დადასტურებული შემთხვევები შემოდის ცენტრში.

ეს პირი იყო თვითიზოლაციაში, რადგან კონტაქტი იყო ეროვნული ბანკის დადასტურებული შემთხვევასთან. აქედან გამომდინარე, მასთან როცა გამოვლინდა ტემპერატურა, რაღაც ჩივილები, მაშინვე გადმოყვანილ იქნა ჩვენთან, ჩვენ ჩავატარეთ ტესტირება და დავადასტურეთ ამ პაციენტთან „კოვიდ-19“. მისი მდგომარეობა, საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მიისვე თქმით, ინფექციურ საავადმყოფში მკურნალობს საქართველოს ის ორი მოქალქე, რომელსაც კორონავირუსი სომხეთში დაუდასტურდა.

„ჩემთან არის სომხეთიდან შემოყვანილი ორი პაციენტი, რომლებიც სომხეთის ორ სხვადასხვა ქალაქში იყვნენ, საავადმყოფოში მკურნალობდნენ და იქვე დაუდასტურდათ მათ კოვიდ-19, უკვე გადმოყვანილები არიან მკვეთრად გაუმჯობესებულ მდგომარეობაში. მათ ამ ეტაპზე ჩივილები არ აქვთ, ჩვენ ახლა გარკვეულ გამოკვლევებს ჩავუტარებთ, შევაფასებთ და გადავწყვეტთ მერე, როგორ ვმართოთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.