მარინა ეზუგბაია - განმეორებითი ტესტით კორონავირუსი მეორე პაციენტსაც არ დაუდასტურდა
განმეორებითი ტესტით კორონავირუსი მეორე პაციენტსაც არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, მეორე ინფიცირებულსაც, რომელსაც ასევე ირანთან მოგზაურობის ისტორია აქვს, გუშინ ჩაუტარდა ტესტი და არ აღმოაჩნდა კორონავირუსი.
„ამ დროისთვის ჩვენს ცენტრში 46 პაციენტი გადის მკურნალობას. გუშინ აღებულ იქნა 21 პაციენტზე ტესტირება „კოვიდ 19“-ზე. ამ 21-დან უკვე ცნობილია 15 პაციენტის პასუხი, რომ არის ნეგატიური. დანარჩენი ხუთი პაციენტის ანალიზის აღება მოხდა გვიან და დღეს დღის განმავლობაში იქნება ცნობილი. ამ პაციენტებს შორის არის ჩვენი პირველი პაციენტის ტესტირების პასუხიც, რადგან მას დღის მეორე ნახევარში აუღეს ანალიზი და დღეს დღის განმავლობაში მივიღებთ პასუხს.
შემიძლია, კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ მეორე პაციენტი, რომელსაც აქვს ასევე ირანში მოგზაურობის ისტორია, მასთან მე-15 დღეზე გუშინ ჩატარდა ტესტირება და მიღებულ იქნა პირველადად უარყოფითი პასუხი.
ახლა, ვიცით ჩვენ, რომ პირველადად მიღებული უარყოფითი პასუხი ძალიან კარგია, მაგრამ 24 საათია ინტერვალში. უნდა გაკეთდეს განმეორებითი ტესტირება და განმეორებით უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს პაციენტიც გამოჯანმრთელდა. ორივე პაციენტთან განმეორებითი ტესტირების შემთხვევაში თუ პასუხები უარყოფითი თუ იქნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი გამოჯანმრთელება დადგა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.