მარინა ეზუგბაია - გამოჯანმრთელებულებსა და ამ ეტაპზე მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებს შორის სხვაობა საკმაოდ გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა ციფრი აჭარბებს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 234 პაციენტი მურნალობს.
მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 456-ს შეადგენს.
აქედან გამომდინარე, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ გამოჯანმრთელბულებსა და ამ ეტაპზე მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებს შორის სხვაობა გაზრდილია და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 210-ით აჭარბებს.
„გუშინ 701 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა. დღეს მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა შეემატა და 702 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა 24-ით. იყო 432 და ამ ეტაპზე გვყავს 456. აქედან გამომდინარე, კოვიდ-ცენტრებში ამ ეტაპზე 234 პაციენტი მკურნალობს.
უკვე სხვაობა გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის კარგად გაიზარდა და გამოჯანმრთელებულები 210 ციფრით აჭარბებს“,- განაცხადა ეზუგბაიამ.