მარინა ეზუგბაია - რიგით მეორე და მესამე პაციენტებს კორონავირუსზე ტესტი სამი კვირის თავზე ჩაუტარდებათ
მარინა ეზუგბაია - რიგით მეორე და მესამე პაციენტებს კორონავირუსზე ტესტი სამი კვირის თავზე ჩაუტარდებათ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ნომერ მეორე და ნომერ მესამე პაციენტებს, რომლებთანაც უკვე გამოჯანმრთელებას ელოდებიან, კორონავირუსზე ტესტი სამი კვირის თავზე ჩაუტარდებათ.

„გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა ზოგადად შეიცვალა,. აქამდე მოცემული იყო ორი კვირა და გახანგრძლივდა სამ კვირამდე, ამიტომ აღარ ვჩქარობთ რიგით მეორე და მესამე პაციენტთან ტესტირებას და სამი კვირის თავზე ჩატარდება კორონავირუსზე ტესტი, შემდეგ კი ხელმეორედ გავუკეთებთ ანალიზს. ამიტომ ცოტა დავაგვიანეთ შემდგომი პაციენტების ტესტირება“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.