მარინა ეზუგბაია - ერთ-ერთ პირს, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, კოლეგებთან შეხვედრა ვირუსის დადგენამდე ჰქონდა
მარინა ეზუგბაია - ერთ-ერთ პირს, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, კოლეგებთან შეხვედრა ვირუსის დადგენამდე ჰქონდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთ-ერთ პირს, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, კოლეგებთან შეხვედრა ვირუსის დადგენამდე ჰქონდა.

მისი თქმით, საუბარია ე.წ. ამერიკულ კლასტერზე.

„ამ პაციენტს შეხვედრა ჰქონდა კოლეგებთან, მაგრამ, როდესაც მას შეხვედრა ჰქონდა, ჯანმრთელი იყო, როგორც ვიცი. როდესაც სამსახურში სიარული შეწყვიტა, რამდენიმე დღის მერე გამოუვლინდა კლინიკა.

ვიმედოვნებ,  მასთან არსებული კონტაქტები ალბათ არ ჩაითვლებიან ინფიცირებულთან კონტაქტებად, მაგრამ ეს გამოვლინდება დინამიკაში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.