მარინა ეზუგბაია - დღევანდელი მონაცემებითაც ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს, კორონავირუსის შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება გრძელდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კვლავ გრძელდება კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება.
„დღევანდელი მონაცემებითაც ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამდენი ხანია უკვე გვიგრძელდება ზომიერი, კონტროლირებადი მატება. დაგვემატა კვლავ ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა, იყო 924 და ამჟამად არის 926. გამოჯანმრთელებულების რიცხვი ექვსით გაიზარდა და ახლა 791-ია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში მხოლოდ 120 პაციენტი მკურნალობს და გამოჯანმრთელებულების რიცხვმა 85 პროცენტს გადააჭარბა.