მარინა ეზუგბაია - დავრჩეთ სახლში და შევძლოთ, რომ ზომიერი, კონტროლირებული მატება შევინარჩუნოთ, ეს აუცილებელია, რათა კეთილი მომავალი გვქონდეს
თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძალვების შესრულებისკენ მოუწოდებს. როგორც მარინა ეზუგბაიამ განმარტა, სახლში დარჩენა და აკრძალვების შესრულება მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს კორონავირუსის შემთხვევათა ზომიერი მატება.
„იმედი მაქვს, რომ ქვეყანა, ჩვენ, ხალხი, თქვენ, მე, ვისაც შეგვიძლია, რომ არ შევუშინდეთ აკრძალვებს და ყველა შეზღუდვა და აკრძალვა კარგად შევასრულოთ, არ დავარღვიოთ ყველა აკრძალვის ღონისძიება, რაც მოგვეთხოვება, რომ არ იყოს მატება, ისევ იყოს ზომიერი და კონტროლირებადი. ზომიერი და კონტროლირებადი ამ პრობლემას დაგვაძლევინებს, რყევებისა და რისკების გარეშე. შევძლებთ, რომ ყველამ ერთად, ჩვენ, თქვენ, მოსახლეობამ, მთავრობამ, ეკლესიამ, ყველამ ერთიანად რაღაცნაირად ეს პრობლემა გადავაგოროთ ზომიერი რყევებით. მოგიწოდებთ ყველას, საკუთარ თავს, თქვენ, მოსახლეობას ვეცადოთ, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემა გადავაგოროთ, რაღაცნაირად დავძლიოთ ისე, რომ სახლში დავრჩეთ და შევძლოთ, რომ ზომიერი კონტროლირებული მატება შევინარჩუნოთ, ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის აუცილებელი, რომ მომავალი გვქონდეს კეთილი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.