მარინა ეზუგბაია - ასეთი სტატისტიკური მონაცემებით თუ გადავივლით პიკს, იმედია, რომ შემოდგომამდე გარკვეულწილად დაცულები ვიქნებით
მარინა ეზუგბაია - ასეთი სტატისტიკური მონაცემებით თუ გადავივლით პიკს, იმედია, რომ შემოდგომამდე გარკვეულწილად დაცულები ვიქნებით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კარგი იქნება, თუ საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკურ პერიოდში ასეთი დინამიკა შენარჩუნდება.

ამასთან, კითხვაზე, ვუახლოვდებით თუ არა პიკს, ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ეს პერიოდი შიდა გავრცელებიდან მეშვიდე, მერვე კვირაა.

„როცა შიდა გავრცელება დაიწყო, იქიდან მეშვიდე, მერვე კვირა უნდა გადავთვალოთ. თუ არ ვცდები, დაახლოებით, აპრილის პირველი კვირის ბოლოს გამოცხადდა შიდა გავრცელება და გადავთვალოთ 7-8 კვირა. პიკს ასეთი სტატისტიკური მონაცემებით თუ გადავივლით, იმედია, რომ შემოდგომამდე გარკვეულწილად თავდაცულები ვიქნებით, მაგრამ  ვნახოთ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და ვნახოთ, როგორ დავითვლით ჩვენც“, – განაცხადა ეზუგბაიამ.