მარინა ეზუგბაია - ასაკოვანი ქალის მდგომარეობა სტაბილურია, ჯერჯერობით, ყველაფერი ნორმალურად მიდის და გაუარესების დინამიკა არ გვაქვს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ასაკოვანი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და გაუარესება არ შეინიშნება.
„ასაკოვან ქალბატონთან დაკავშირებით მდგომარეობა სტაბილურია, ნამდვილად. ჯერჯერობით, გუშინდლიდან დღევანდლამდე სიტუაცია არ გაუარესებულა, მაგრამ, ასე ვთქვათ, მის მდგომარეობის გაუმჯობესებას ჯერჯერობით არ ველოდებით.ვლაპარაკობთ, რომ არის პრობლემური ქალბატონი ასაკისა და თანარსებული დაავადების გამო. ამიტომ, ძალიან ვფრთხილობთ კომენტარების გაკეთების დროს, რადგან ნებისმიერ დროს მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება, თუმცა ჯერჯერობით, მადლობა უფალს, ყველაფერი ნორმალურად მიდის და გაუარესების დინამიკა არ გვაქვს“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.