მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის პირველადი ტესტის პასუხები უარყოფითია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის შემთხვევაში პირველადი ტესტის პასუხები უარყოფითია.
მისივე თქმით, განმეორებით ტესტის პასუხები, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი და შეეძლებათ თქმა, გამოჯანმრთელდნენ თუ არა ისინი კორონავირუსისგან.
„კვლავ გრძელდება მონიტორინგი პაციენტებისა, რომლებსაც უკვე გარკვეულწილად შეუსრულდათ დაავადების ხანგრძლივობის ვადა და კლინიკურ-ლაბორატიული, ობიექტური მონაცემების შეფასებით შეიძლება მათთან გამოჯანმრთელება არის დამდგარი, რომელსაც ვადასტურებთ ჩვენ ტესტირებით და მიღებული უარყოფითი პასუხით. რამდენიმე პაციენტის უარყოფითი პირველადი პასუხები გვაქვს. ვნახოთ, ხვალ ალბათ გვეცოდინება განმეორებითი პასუხები და თუ დადგება გამოჯანმრთელება, მოგახსენებთ“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.