მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები გუდაურს არ უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები გუდაურის შემთხვევასთან კავშირში არ არის.
კერძოდ, ეზუგბაიას თქმით, გუდაურიდან რამდენიმე საეჭვო პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში დიაგნოსტიკისთვის შეიყვანეს, თუმცა მათთან კორონავირუსი გამოირიცხა.
„ეს არ უკავშირდება გუდაურის შემთხვევას. გუდაურის რამდენიმე შესაძლო შემთხვევა ჩვენთან შემოყვანილი იქნა სადიაგნოსტიკოდ, მათთან გამოირიცხა ეს დაავადება და გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. რამდენიმე ასეთი კონტაქტის კვლევა ჩვენთან მოხდა, მაგრამ პასუხები ნეგატიური იყო“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა.