მარინა ენდელაძე - როგორც ვიცი, მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის დას კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, როგორც აქვს ინფორმაცია, მარნეულიდან გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის დას კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა.
„მარნეულიდან გადმოყვანილი ქალბატონის დას, როგორც ვიცი, არ დაუდასტურდა.ზუსტად არ ვიცი, შეიძლება მეშლება, მაგრამ ვიცი, თითქოს მას არ აქვს“ ,- აღნიშნა ენდელაძემ.
მისივე თქმით, მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა და პროგნოზზე ვერ ისაუბრებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 61 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.