მარინ ლე პენმა არჩევნებში დამარცხება აღიარა
მარინ ლე პენმა არჩევნებში დამარცხება აღიარა

ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ფრანგი პოლიტიკოსის განცხადებით, არსებული შედეგები მისი პარტიისთვის გამარჯვებაა და ქვეყნის პოლიტიკაში ბრძოლას გააგრძელებს.

მარინ ლე პენის თქმით, იწყება „დიდი ბრძოლა საკანონმდებლო არჩევნებისთვის“, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.

ულტრამემრჯვენე პოლიტიკოსმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და პარტიის მომხრეების შეკრება ეროვნული ჰიმნით დაასრულა.

წინასწარი გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი ხმათა 58.2 პროცენტით იმარჯვებს.