მარინ ლე პენი საფრანგეთში იმიგრაციის შეზღუდვის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციტივით გამოდის
მარინ ლე პენი საფრანგეთში იმიგრაციის შეზღუდვის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციტივით გამოდის

მარინ ლე პენი საფრანგეთში იმიგრაციის შეზღუდვის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციტივით გამოდის. ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის თქმით, 2022 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში თუ გაიმარჯვებს, აუცილებელად დანიშნავს საყოველთაო გამოკითხვას.

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მისი ინიციატივაა, დაწესდეს მკაცრი კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც საფრანგეთში ჩამსვლელ უცხოელებსა და საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების მსურველებს მოუწევთ.

„ჩემს ინიციატივაში იქნება წარმოდგენილი კანონი, რომლის ამოცანაც არის მიგრაციის მკაცრი რეგულაცია“, – განაცხადა ლე პენმა.

საფრანგეთის კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმის გამართვა შესაძლებელია, თუმცა ეს იშვიათად ხდება. ბოლოს საფრანგეთში საყოველთაო გამოკითხვა 2005 წელს ჩატარდა.

მარინ ლე პენი 2022 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. 2017 წელს ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი არჩევნების მეორე ტურში მოხვდა, თუმცა ის ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა დაამარცხა.

დატოვე კომენტარი