მარინ ლე პენი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
მარინ ლე პენი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

მარინ ლე პენი 2022 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაცია საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერმა პრესკონფერენციის დროს თავად დაადასტურა.

მემარჯვენე პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე ძალიან ბევრს ფიქრობდა და საბოლოოდ ფრანგი ხალხის გაერთიანება გადაწყვიტა.

მარინ ლე პენმა 2017 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა მეორე ტურში ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დამარცხდა. მარინ ლე პენმა მაშინ ხმების მხოლოდ 34 პროცენტის მოგროვება შეძლო.