მარიამ ქვრივიშვილი - პროპაგანდის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვთ
პროპაგანდის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვთ, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
ივლისის მონაცემებით, საქართველოში რუს ვიზიტორთა რაოდენობა მხოლოდ 6.4 პროცენტით შემცირდა, იანვარ-ივლისში კი ზრდა 22 პროცენტს შეადგენს.
„ივლისში გაზრდილია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა სახმელეთო მიმართულებით, მათ შორის ყაზბეგის გამშვები პუნქტის მეშვეობით. ასევე რუსეთის მოქალაქეები აგრძელებენ სატრანზიტო ველების გამოყენებას“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.