მარიამ ქვრივიშვილი - ხვალიდან, ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას კარანტინის გარეშე შეძლებენ
ხვალიდან, ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას კარანტინის გარეშე შეძლებენ, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ტურისტები საქართველოში შემოსვლას პისიარტესტის წარდგენის საფუძველზე შეძლებენ.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხვალიდან კარანტინის ვადა იზღუდება რვა დღემდე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა გავითვალისწინეთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია აღნიშნულთან მიმართებაში. აქვე მოგახსენებთ, რომ ყველა იმ პირთან მიმართებაში, რომელიც ნაცვალგების ქვეყნის მოქალაქეა, ხვალიდან საქართველოში შეძლებენ საზღვრის კვეთას კარანტინის გარეშე, თუკი ისინი წარმოადგენენ 72 საათის ვალიდურობის მქონე პისიარტესტს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან ხუთი ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) იხსნება იმ პირობით, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში შემოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული პისიარტესტის პასუხი, ან აეროპორტში განთავსებულ ლაბორატორიაში, საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ პისიარტესტირება (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან).