პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ გენერალური მდივნის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, გედევან ფოფხაძე თავს კარგად გრძნობს.
როგორც ჯაშმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მას შემდეგ, რაც ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, პარტიის წევრები და ოფისის თანამშრომელბი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, მათ შორის გედევან ფოფხაძეც.
„რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე გედის. მას დღეს დაუდასტურდა კოვიდზე დადებითი პასუხი. თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი სიმპტომი, რომელიც იყო გამოვლენილი გუშინ წინ, გვიან ღამით, იყო მაღალი ტემპერატურა, 38-ზე ცოტა მეტი და გედი გადაიყვანეს საავადმყოფოში.
9 სექტემბერს, როგორც კი ლევან გოგიჩაიშვილის პასუხი შევიტყვეთ, საღამოდან ყველანი გადავედით თვითიზოლაციაში. მას შემდგომ, პრაქტიკულად, არ გვქონია არავისთან შეხება. გედის შემთხვევაშიც ასე იყო. პარტიის ყველა ლიდერი და 22 ადამიანი პარტიის ცენტრალური ოფისიდან, ამ დროისთვის იმყოფება იზოლაციაში.
მეც ვაგრძელებ თვითიზოლაციას, მიუხედავად იმისა, რომ როგორც „პისიარ“ ტესტი, ისევე სეროლოგიური, ანტისხეულების ტესტები ჩემს შემთხვევაში იყო უარყოფით. ჩვენ მივყვებით პროტოკოლს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ლევან გოგიჩაიშვილი, ვიკა ბუკიას და გედევან ფოფხაძე მალე გამოჯანმრთელდებიან და გართულებებს არ ექნება ადგილი“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.