მარიამ ჯაში - ზვიად გამსახურდიას საქმის გამოსაძიებლად მოხდება ყველა ზომის გამოყენება
გვაქვს გარანტია, რომ მოხდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების დაჩქარება, ასევე ყველა ზომის გამოყენება, რომ გამოძიებაში გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.
როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რთულია შესაბამისი გამართლებისა და არგუმენტების მოძიება, რატომ გაჭიანურდა ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება.
„მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პირადი კომუნიკაცია ზვიად გამსახურდიას ოჯახთან და გავიხსენო, რომ საპროტესტო აქციის შემდგომ გაიმართა საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა გენერალურ პროკურორთან. გვაქვს გარანტია, რომ მოხდება ამ საქმის გამოძიების როგორც დაჩქარება, ასევე ყველა ზომის გამოყენება, რომ აღნიშნულ გამოძიებაში გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, – განაცხადა ჯაშმა.