მარიამ ჯაში - უმრავლესობის შეჯერებული პოზიცია გახლავთ, რომ ნინო ლომჯარია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო
უმრავლესობის შეჯერებული პოზიცია გახლავთ, რომ ნინო ლომჯარია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო,- ეს განცხადება უმრავლესობის დეპუტამა მარიამ ჯაშმა ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მარიამ ჯაშისთვის მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მმართველმა გუნდმა არასამთავრობო ირგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატი აირჩია.
,,მას აქვს გამოცდილება როგორც საჯარო, ასევე არასამთავრობო სექტორში, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე სამართლიანი არჩევნებისა თუ ფინანსური აუდიტის თვალსაზრისით. ნინო ლომჯარიას საკმაოდ მრავალფეროვანი, მრავალმხრივი გამოცდილება აქვს და უმრავლესობის აზრის შეჯერებით, სწორედ მოხდა დამთხვევა ჩვენი კანდიდატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილი კანდიდატურების”, – განაცხადა ჯაშმა.
საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.