მარია ზახაროვა - სომხეთის კავშირები ნატო-სთან საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილიზაციას
სომხეთის კავშირები ნატო-სთან საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილიზაციას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
პრესკონფერენციაზე ზახაროვამ აღნიშნა, რომ სომხეთის ნატო-სკენ მისწრაფება სინანულისა და შეშფოთების მიზეზია.
„სომხეთის უფრო მჭიდრო ურთიერთობამ ალიანსთან გამოიწვია არა მხოლოდ სინანული, არამედ შეშფოთება სომხეთის მომავლის თაობაზე“, – განაცხადა ზახაროვამ.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, აშშ-სომხეთის სამხედრო წვრთნები, რომლებიც 24 ივლისს უნდა დასრულდეს, ასევე შეშფოთების მიზეზია.
შეგახსენებთ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, არმან იეგოიანმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭო სომხეთისთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 22 ივლისს მიიღებს.