მარია ზახაროვა - რუსეთის ფედერაცია მოუწოდებს თურქეთს, თავი შეიკავოს სირიის ჩრდილოეთში ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რომელიც სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს
რუსეთის ფედერაცია მოუწოდებს თურქეთს, თავი შეიკავოს სირიის ჩრდილოეთში ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რომელიც სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს.
რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს თურქ პარტნიორებს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომელმაც შეიძლება, დაძაბულობის სახიფათო ესკალაცია გამოიწვიოს. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სამხედრო ქმედებები სირიის ლეგიტიმური ხელისუფლების თანხმობის გარეშე წარმოადგენს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, – აღნიშნა ზახაროვამ.