მარია ზახაროვა - რუსეთი მზად არის, განიხილოს უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები
რუსეთი მზად არის, განიხილოს უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„რუსეთი მზად არის, განიხილოს სერიოზული წინადადებები, რომლებიც დაფუძნებული იქნება რეალიებზე, უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ინტერესების გათვალისწინებაზე. შანტაჟის, მუქარის ენა კი ჩვენთვის მიუღებელია“, – აღნიშნა ზახაროვამ.
ზახაროვამ ასევე ჩამოთვალა პირობები, რომლებიც, მისი თქმით, საჭიროა „უკრაინის კრიზისის ყოვლისმომცველი, მდგრადი და სამართლიანი დარეგულირებისთვის“.
„გლობალურად თუ ვისაუბრებთ, რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ღია უკრაინის კრიზისის დიპლომატიური დარეგულირების პოლიტიკის მიმართ თანამედროვე რეალიების, უსაფრთხოების სფეროში რუსეთის შეშფოთებების გათვალისწინებით. უკრაინის კრიზისის ყოვლისმომცველი, მდგრადი და სამართლიანი დარეგულირებისთვის უნდა იქნეს აღმოფხვრილი მისი პირველადი მიზეზები. დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებით მომარაგება, კიევის რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, უკრაინა უნდა დაუბრუნდეს საკუთარი სახელმწიფოებრიობის საწყისებს, ნეიტრალურ, ბლოკგარეშე, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსს“, – განაცხადა ზახაროვამ.