მარია ზახაროვა - მოსკოვი აშშ-ის მტრულ ნაბიჯზე საპასუხოდ სანქციებს შეიმუშავებს
მოსკოვი ვაშინგტონის საპასუხოდ სანქციების შემუშავებას შეუდგება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვმა განაცხადა.
„რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გაავრცელა გაფრთხილება, რომ ულტიმატუმების ენაზე საუბარი უპერსპექტივოა. რუსეთი შეუდგება სანქციების შემუშავებას, რომელსაც აშშ-ის მხრიდან მორიგ მტრულ ნაბიჯზე საპასუხოდ განახორციელებს. ამ ფონზე ძალიან უცნაურად გამოიყურება აშშ-ის ადმინისტრაციის დაპირება, რომ ისინი მზად არიან რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესი გააგრძელონ. ეს უბრალოდ ფარისევლობაა“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 8 აგვიტოს განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებენ. ახალი შეზღუდვები მარტის თვეში, სოლსბერიში რუსი ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმის გამო ამოქმედდება. ახალი სანქციების პირველი პაკეტი 22 აგვიტოს, ხოლო მეორე შესაძლოა, ნოემბერში შევიდეს.