მარია ზახაროვა - დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე კომპეტენტური ორგანოების მიერ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეიძლება, ვისაუბროთ კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე
მარია ზახაროვა - დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე კომპეტენტური ორგანოების მიერ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეიძლება, ვისაუბროთ კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე

დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე კომპეტენტური ორგანოების მიერ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეიძლება, ვისაუბროთ კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„უკრაინული კვალი თუ დადასტურდა – და ეს ვერსია გააჟღერა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა, რომელიც უნდა გადამოწმდეს კომპეტენტური ორგანოების მიერ, მაშინ უნდა ვისაუბროთ კიევის რეჟიმის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე“, – წერს ზახაროვა.

​ზახაროვამ აღნიშნა, რომ ასეთი ვარაუდის ლეგიტიმურობის დასადასტურებლად საკმარისი ფაქტებია დაგროვებული.