მარია ზახაროვა – დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე კომპეტენტური ორგანოების მიერ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეიძლება, ვისაუბროთ კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე

13:57, 21.08.2022

დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე კომპეტენტური ორგანოების მიერ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეიძლება, ვისაუბროთ კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„უკრაინული კვალი თუ დადასტურდა – და ეს ვერსია გააჟღერა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა, რომელიც უნდა გადამოწმდეს კომპეტენტური ორგანოების მიერ, მაშინ უნდა ვისაუბროთ კიევის რეჟიმის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე“, – წერს ზახაროვა.

​ზახაროვამ აღნიშნა, რომ ასეთი ვარაუდის ლეგიტიმურობის დასადასტურებლად საკმარისი ფაქტებია დაგროვებული.

მსგავსი