მარია ვან კერკოვი - „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევაში, მწეველები რისკის ქვეშ არიან, რომ დაავადება მძიმე ფორმით განვითარდება და შესაძლოა, დადგეს ლეტალური შედეგი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არც ერთი კვლევა არ ამბობს, რომ თამბაქოს მოწევა ვირუსისგან იცავს. ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარია ვან კერკოვის თქმით, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რა საფრთხის შემცველია თამბაქოს მოწევა.
„ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება თამბაქოს მოხმარებით. „კოვიდ-19“ რესპირატორული ვირუსია, მოწევა კი, ფილტვების დაზიანებას იწვევს. არაერთი კვლევა გამოქვეყნდა, სადაც საუბარია, რომ მოწევა უფრო ართულებს დაავდების მიმდინარეობას და ზრდის იმის რისკს, რომ ადამიანებს მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდეთ.
მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მწეველებში დაავადება უფრო სუსტად მიმდინარეობს, შეფასებული არ არის. ისინი არ ამბობენ, რომ მოწევა იცავს ვირუსისგან.
ჩვენ ვიცით მოწევის მავნებლობის შესახებ, ვიცით, რომ მწეველები „კოვიდ-19“-ით თუ დაინფიცირდებიან, რისკის ქვეშ არიან, რომ დაავადება მათ შემთხვევაში მძიმე ფორმით განვითარდება და შესაძლოა, დადგეს ლეტალური შედეგი“, – განაცხადა მარია ვან კერკოვმა.