მარია გროზდევა, იასნა სეკარიჩი და მუნკბაიარ დორჯსურენი თბილისში ჩამოდიან
მარია გროზდევა, იასნა სეკარიჩი და მუნკბაიარ დორჯსურენი თბილისში ჩამოდიან

პირველ თებერვალს თბილისს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბულგარელი მარია გროზდევა, მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიური ჩემპიონი სერბი იასნა სეკარიჩი და მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული და ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი გერმანიის ნაკრების ნატურალიზებული წევრი მონღოლი მუნკბაიარ დორჯსურენი ეწვევიან.

სალუქვაძის მეტოქე და მეგობარი სეკარიჩი საქართველოში პირველად ჩამოდის, გროზდევა და დორჯსურენი კი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის წინაც იყვნენ მოსამზადებლად ჩამოსულები და ვაკის ტირში 10-ოდე დღე ივარჯიშეს.

სტუმრები საქართველოში 5 თებერვლამდე დარჩებიან და აქაურ მსროლელებს სემინარებს ჩაუტარებენ.