ნინო სალუქვაძემ შოთა ქველიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ნინო სალუქვაძემ შოთა ქველიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მოიგო

თბილისში, ნინო სალუქვაძის ტირში შოთა ქველიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. ღია გათამაშება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ტარდება. ჩემპიონები უკვე გამოვლინდნენ ქალთა შორის, რომლის გამარჯვებულიც ოლიმპიური ჩემპიონი 562 ქულით, ნინო სალუქვაძე გახდა. მეორე ადგილი ასევე ქართველმა ტყვიით მსროლელმა მაია ჩაგანავამ 560 ქულით დაისაკუთრა, რომელმაც ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, ბულგარელ მარია გროზდევას 3 ქულით (557) აჯობა და ბრინჯაოს მედალი აკმარა.

ტურნირი როგორც მამაკაცთა ასევე ქალთა შორის, ახალგაზრდებშიც ტარდება. სულ შოთა ქველიაშვილის სახელობის ღია პირველობაზე ოთხი ქვეყნის 70-მდე სპორტსმენი ასპარეზობს.

ტურნირი 24 ნოემბერს, შერეული წყვილების ასპარეზობით დასრულდება.

აღსანიშნავია რომ ამავე ტურნირზე უკვე გაჩემპიონებული ნინო სალუქვაძის ასპარეზობას, იაპონიის ერთ-ერთი ტელეარხის გადამღები ჯგუფიც ესწრება, რომლებიც 2020 წლის ოლიმპიადისთვის გადაცემათა ციკლს -„მსოფლიო ემზადება ტოკიოსთვის“ სპეციალურ რეპორტაჟს ამზადებენ.