მარია გაბრიელი - ბულგარეთი განაგრძობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერას
მარია გაბრიელი - ბულგარეთი განაგრძობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერას

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარია გაბრიელის განცხადებით, მოხარულია, რომ ბულგარეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მასპინძლობს.

მარია გაბრიელის თქმით, ბულგარეთი განაგრძობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერას.

„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო სოფიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რათა განვიხილოთ ბულგარეთისა და საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობა, საქართველოს რეფორმები და პროგრესი, რომელიც მიღწეულია ევროკავშირის გზაზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ბულგარეთი განაგრძობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერას“, – წერს მარია გაბრიელი.