მარეიმ, კლაისტერსმა და რადუკანუმ ინდიან უელსის უაილდ-ქარდები მიიღეს #1TVSPORT
ინდიან უელსის მამაკაცთა და ქალთა ტურნირების ორგანიზატორებმა უაილდ-ქარდის მფლობელების ვინაობა გამაოცხადეს.
მამაკაცთა ტურნირზე სპეციალური მიწვევა მიიღეს ბრიტანელმა ენდი მარეიმ, დანიელმა ჰოლგერ რუნემ და ამერიკელებმა – ჯენსონ ბრუქსბიმ, ჯეკ სოკმა და ზაკარი სვაიდამ.
ქალებს შორის უაილდ-ქარდი გამოუყვეს ბელგიელ კიმ კლაისტერსს, ბრიტანელ ემა რადუკანუს, ფრანგ ელზა ჟაკმოს და ამერიკელებს – კლერ ლიუს, კეტი მაკნილს, კეტი ვოლინეცს, კატრინა სკოტსა და ეშლინ კრიუგერს.