მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის სამიტი დღეს დაიხურება
დღეს მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის სამიტი იხურება. უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე შეიკრიბნენ ASEAN-ის 10 წევრი ქვეყნის ლიდერები მათ ჩინელ, იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან ერთად.
თანაპარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციას მოუწოდეს, უარი თქვან პროტექციონიზმზე და გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა.
იაპონიის პრემიერმა, სინძო აბემ ასევე მიმართა ასოციაციას, გააუქმონ აღმოსავლეთ იაპონიაში ნაწარმოებ კვების პროდუქტზე იმპორტის აკრძალვა, რაც 2011 წლის მარტის მიწისძვრის შემდეგ დაწესდა, რამაც ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ბირთვული კრიზისი გამოიწვია.