ფილიპინებზე ჩასული ჯასტინ ტრიუდო სწრაფი კვების ობიექტთან გაჩერდა და მოქალაქეებთან ფოტოები გადაიღო
ფილიპინებზე ჩასული ჯასტინ ტრიუდო სწრაფი კვების ობიექტთან გაჩერდა და მოქალაქეებთან ფოტოები გადაიღო

მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტის ფარგლებში ჩასულმა კანადის პრემიერმა კიდევ ერთხელ მოახერხა ფილიპინელების გულის მოგება.

სამიტამდე ჯასტინ ტრიუდო ფილიპინების დედაქალაქში მდებარე სწრაფი კვების ობიექტთან გაჩერდა, სადაც მან მომსახურე პერსონალთან და კლიენტებთან დაუზარლად გადაიღო ფოტოები. ის ხელს ართმევდა ყველა სტუმარს და თაყვანისმცემლებს უარს არც ჩახუტებაზე ეუბნებოდა.

კანადის პრემიერმა შემწვარი ქათამი და მარწყვის კოქტეილი შეუკვეთა წასაღებად, რადგან, როგორც იქ დამსწრეებს უთხრა, ჭამას მანქანაში აპირებდა.

ჯასტინ ტრიუდოს აეროპორტშიც დიდი ოვაციებით დახვდნენ.

ჯერ კიდევ 2015 წელს, მანილაში პირველი ვიზიტისას, ეკონომიკური სამიტის ფარგლებში ჩასულმა კანადის პრემიერმა ადგილობრივების სიმპათია დაიმსახურა და Twitter-ის გამოკითხვებში მას ყველაზე შთამბეჭდავი ლიდერის ტიტულიც მიანიჭეს.