საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღება დასკვნით ფაზაში შედის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 24 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 23,720 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 18,250 ტონა იყო.
ამასთან, ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩებიან რუსეთი (15,240 ტ) და უკრაინა (5,283 ტ), ასევე სომხეთი (2,578 ტ), ყაზახეთი (138), უზბეკეთი (261 ტ), ბელარუსი (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ).
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კილო მანდარინის საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდეა.
ამასთან, სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 1-23 დეკემბრის მდგომარეობით 6,822 ტონა შეადგინა, გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 6,739 ტონას შეადგენდა.
აჭარაში მოქმედებს ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი. ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ცხელი ხაზი – 1501.