მანჩესტერის სასტუმროში ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს
მანჩესტერის სასტუმროში ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს

მანჩესტერის ერთ-ერთ სასტუმროში ქალს ცივი იარაღით თავს დაესხნენ.

მსხვერპლს  ყელის არეში მძიმე ჭრილობები აქვს მიყენებული.

პოლიციამ მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი უკვე დააკავა. ორი მათგანი ქალია.

თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.