ინგლისის პრემიერლიგაში გამოტოვებული მატჩები ოთხშაბათს გაიმართა. მორიგი რეკორდი დაამყარა უკვე ჩემპიონის რანგში მოთამაშე “მანჩესტერ სიტიმ”.
პეპ გვარდიოლას გუნდმა დანილოს, ბერნარდო სილვასა და ფერნანდინიოს გოლებით, საკუთარ მოედანზე, 3:1 მოუგო “ბრაიტონს“, რის შემდეგაც, “სიტის” 105 გოლი დაუგროვდა და ეს პრემიერლიგის ახალი რეკორდია. წინა რეკორდი – 103 გოლი “ჩელსის” ჰქონდა დამყარებული 2009-10 წლების სეზონში.
“სიტის” შეუძლია 100-იან ნიშნულზე მივიდეს ქულების რაოდენობითაც – გუნდს 97 ქულა აქვს და ბოლო ტურში სტუმრად “საუთჰემპტონის” დამარცხება სჭირდება.