„მანჩესტერ სიტიმ" გოლების რაოდენობით პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა
„მანჩესტერ სიტიმ" გოლების რაოდენობით პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა

ინგლისის პრემიერლიგაში გამოტოვებული მატჩები ოთხშაბათს გაიმართა. მორიგი რეკორდი დაამყარა უკვე ჩემპიონის რანგში მოთამაშე “მანჩესტერ სიტიმ”.

პეპ გვარდიოლას გუნდმა დანილოს, ბერნარდო სილვასა და ფერნანდინიოს გოლებით, საკუთარ მოედანზე, 3:1 მოუგო “ბრაიტონს“, რის შემდეგაც, “სიტის” 105 გოლი დაუგროვდა და ეს პრემიერლიგის ახალი რეკორდია. წინა რეკორდი – 103 გოლი “ჩელსის” ჰქონდა დამყარებული 2009-10 წლების სეზონში.

“სიტის” შეუძლია 100-იან ნიშნულზე მივიდეს ქულების რაოდენობითაც – გუნდს 97 ქულა აქვს და ბოლო ტურში სტუმრად “საუთჰემპტონის” დამარცხება სჭირდება.

დატოვე კომენტარი