მამუკა წოწერია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებს ხელფასი არ გაეზრდებათ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებს ხელფასი არ გაეზრდებათ, – ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს სხდომის შემდეგ პირველ არხს საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განუცხადა.
მისი თქმით, საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, მერიის მიერ ინიცირებული ეს საკითხი არ განიხილონ.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ბართლომე შელია ამბობს, რომ მათ პოლიტიკური ზეწოლა მოახდინეს მმართველ პარტიაზე და საკითხიც შეჩერდა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ხელფასები მაინც მოიმატონ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანი წითლიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ერთ კვირაში ისევ დააყენებს ამ საკითხს.