მამუკა წოწერია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებს ხელფასი არ გაეზრდებათ

15:49, 02.03.2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებს ხელფასი არ გაეზრდებათ, – ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს სხდომის შემდეგ პირველ არხს საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განუცხადა.

მისი თქმით, საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, მერიის მიერ ინიცირებული ეს საკითხი არ განიხილონ.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ბართლომე შელია ამბობს, რომ მათ პოლიტიკური ზეწოლა მოახდინეს მმართველ პარტიაზე და საკითხიც შეჩერდა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ხელფასები მაინც მოიმატონ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანი წითლიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ერთ კვირაში ისევ დააყენებს ამ საკითხს.

მსგავსი