მამუკა მდინარაძე - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოზიტიური, თუმცა არის გარკვეული რეკომენდაციები
საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოზიტიური, თუმცა არის გარკვეული რეკომენდაციები, მაგალითად მოადგილესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ვენეციის კომისიის დასკვნაში რაიმე არსებითი, კრიტიკული შენიშვნა, რეკომენდაცია, რომელიც ეწინააღმდეგება პრინციპებს, რომელიც იყო კანონმდებლობის შემუშავების მომენტში, არ არის.
„წინასწარ არ მინდა დაანონსება, რას გავითვალისწინებ და რას არა. პრინციპში ყველა შენიშვნა არის საყურადღებო, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება მსჯელობა. ასევე გაიმართება მსჯელობა, რამდენად შესაბამისობაში უნდა მოვიდეს შარლ მიშელი შეთანხმებასთან და შევეცდებით, მაქსიმალური სიზუსტით, შარლ მიშელის შეთანხმება შევასრულოთ. აგრეთვე საყურადღებოა იქნება ამ გადაწყვეტის დროს ვენეციის კომისიის თითოეული რეკომენდაციაც. საერთო ჯამში, შემიძლია ვთქვა, რომ ის არის პოზიტიური, რაიმე არსებითი, ძალიან კრიტიკული შენიშვნა, რეკომენდაცია, რომელიც ეწინააღმდეგება პრინციპებს, რომელიც იყო კანონმდებლობის შემუშავების მომენტში, ასეთი არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.
ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა.