მამუკა მდინარაძე - საქართველოში არ დადის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სააკაშვილი ციხეზე საუბრისას ადეკვატურია
მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენოს, რა უბედურებებს ატრიალებდა ციხეში და თუ შედარება მოუნდება, სჯობს, საერთოდ გაჩუმდეს ან პროცესები ერთმანეთს ჩუმად, თავის გონებაში შეადაროს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
უმრავლესობის ლიდერი ყოფილი პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ე.წ. მატროსოვის ციხე მალე პოლიტპატიმრების მუზეუმად გარდაიქმნება.
„მიხეილ სააკაშვილის თავხედობა ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ ეს თავხედობის გამოვლინებებიდან ერთ-ერთია, რაზეც კომენტარი მეც კი გამიჭირდება. როცა სააკაშვილი ციხის მუზეუმობასა და ციხის პირობებზე ლაპარაკობს, მგონი, მისი ყველაზე აგრესიული მომხრეც კი არ არსებობს, რომელიც მის აზრს იზიარებს. საქართველოში ისეთი ადამიანი საერთოდ არ დადის, რომელიც ფიქრობს, რომ როცა სააკაშვილი ციხეზე საუბრობს, ის ადეკვატურია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.