მიხეილ სააკაშვილი - პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი - პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს საქართველოში

პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს საქართველოში, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას.

სააკაშვილმა „მთავარ არხს“ განუცხადა, რომ „ვერ წარმოედგინა, არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, ასეთი კანონდარღვევით ვინმეს დაკავება თუ იყო შესაძლებელი“.

„ვლადიმერ პუტინს, იცით ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ, ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ვერ არის მატორზე“, – აცხადებს სააკაშვილი.

მისივე თქმით, „მატროსოვი მალე გადაიქცევა პოლიტპატიმრების მუზეუმად“.

„ყველანაირი გარიგება გამორიცხულია, შემდეგ დიალოგს აზრი არ აქვს. ჩვენ დიალოგი გვაქვს პრაქტიკულად გვამთან. ახლა არის ტექნიკის საქმე, ისე შევუსრულოთ, რომ მაქსიმალურად ნაკლები ზარალი მიადგეს ჩვენს ქვეყანას. ეს ტექნიკა არის ერთიანობა, უკომპრომისობა, ბოლომდე მიწოლა“, – განაცხადა სააკაშვილმა.