მამუკა მდინარაძე - საქართველო აუცილებლად და მალე გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი
მამუკა მდინარაძე - საქართველო აუცილებლად და მალე გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი

საქართველო აუცილებლად და მალე გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ წერს.

„ოთხი წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. 2024 წელს, საქართველო ოფიციალურად გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე.

საქართველო აუცილებლად და მალე გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი! ჩვენ ამას შევძლებთ! ყველაფრის მიუხედავად!“,- წერს სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე.

დღეს, 28 მარტს, ოთხი წელი შესრულდა, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, უვიზოდ იმგზავრონ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში.

 

4 წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

2024 წელს, …

Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on Sunday, 28 March 2021