მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო უმრავლესობის შეკრებას ხან ესწრება პრემიერი, ხან არ ესწრება, ასევე ქალაქის მერი, ამაში განსაკუთრებული არაფერია
რაიმე განსაკუთრებული მიზეზი უმრავლესობის სხდომისთვის, რომელიც კვირაში ერთხელ ან ორჯერ იმართება ხოლმე, საჭირო არ არის. ჩვენ ყოველთვის მიმდინარე საკითხებს განვიხილავთ, მათ შორის დღეს განვიხილეთ, როგორც წინა შემთხვევაში შემდეგი სასესიო კვირის საკითხები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სკანდალების შექმნა, ვინ დაესწრო უმრავლესობის სხდომას და ვინ არ დაესწრო, არასწორია.
ბევრი საკითხია, რაზეც სამწუხაროდ, მედია იშვიათად ინტერესდება, თუმცა ეს საკითხები არის უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის, ვიდრე ჩვენი მაგალითად, კინკლაობა საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება კახის არდასწრებას, შეგახსენებთ, რომ ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ხან ესწრება პრემიერი, ხან არ ესწრება, ქალაქის მერი, რომელიც არის გენერალური მდივანი პარტიის, ხან ესწრება, ხან -არა, ამიტომ ყოველი ასეთი ან დასწრებიდან, ან არდასწრებდან ძალიან გთხოვთ, მოვრჩეთ სკანდალების შექმნას, უხერხულია ნამდვილად. ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება და ზოგ შემთხვევაში ასეთ თანამდებობის პირები, მათ შორის პარტიული კუთხით, ხან დაესწრებიან, ხან ვერა. ამაში განსაკუთრებული არაფერია. პარტიულ საკითხებზე მხოლოდ ერთ კონტექსტში განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, ოღონდ არა ძირფესვიანად, დღეს უფრო საპარლამენტო თემებზე იყო საუბარი“, – განაცხადა მდინარაძემ.