მამუკა მდინარაძე - საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტში სხდომა სავარაუდოდ 21 აპრილს ჩაინიშნება
საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, პარლამენტში სხდომა ჩაინიშნება, სავარაუდოდ, 21 აპრილს, რადგან ჩვენ ჯერ დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას.
„დღეს ჩვენ გვაქვს ეტაპი, როდესაც კრიზისულ პერიოდში შევდივართ და ჩვენ ეს პერიოდი უნდა გადავაგოროთ ისეთივე წარმატებით, როგორ ეს წინა კრიზისულ პერიოდში მოახერხა ხელისუფლებამ, ექიმებმა და საზოგადოებამ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საზოგადოება სახელმწიფოსა და სახელმწიფო საზოგადოებას უნდა დაუდგეს მაქსიმალურად გვერდით, რათა ჩვენ შევძლოთ, რაც შეიძლება მინიმალური რისკით გავიაროთ ეს პერიოდი. ჩვენ რისკები მინიმუმადე უნდა დავიყვანოთ, შეძლებისდაგვარად და მაქსიმალურად შევაკაოთ ვირუსის გავრცელება, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს აღნიშნა, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება.