მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ საპარლამენტო არჩევნებში საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას
მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ საპარლამენტო არჩევნებში საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას

პარტია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა.

„მივესალმები ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართებულ ჯგუფს, რომელსაც „ხალხის ძალა“ ჰქვია და ეს მისალმება შემთხვევითი არ არის. ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად, გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საარჩევნო კამპანია და ახალი ცენტრალური ოფისი ოფიციალურად გახსნა.