მამუკა მდინარაძე პანკისის სპეცოპერაციაზე - პრევენციული ღონისძიებები ძალიან კარგია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის
პრევენციული ღონისძიებები არის ძალიან კარგი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ კითხვები არსებობს, გამოძიება აუცილებლად გასცემს პასუხს.
“პრევენციული ღონისძიებები არის ძალიან კარგი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მთავარია, არ დაირღვეს ადამიანის უფლებები. დაცული იქნას ბალანსი უსაფრთხოების ინტერესებსა და ადამიანის დაცვის ინტერესებს შორის. თუკი რაიმე კითხვები არსებობს, ამაზე ყოველთვის სცემს გამოძიება პასუხს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში გამოძიება ისეთ დონეზეა, რომ ამომწურავი პასუხი გაეცემა ყველა კითხვას”,- აღნიშნა მდინარაძემ.
სუს-მა სოპეცოპერაცია დუისში გუშინ ჩააატარა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა.