მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას კანონპროექტის მხარდაჭერა შევთავაზეთ, ისინი კი ვადების დაწესებას არიან მიჩვეული, ამბობენ, ვდგავართ ლგბტ პროპაგანდის მხარეს და ასე გავაგრძელებთ ურთიერთობასო
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას კანონპროექტის მხარდაჭერა შევთავაზეთ, ისინი კი ვადების დაწესებას არიან მიჩვეული, ამბობენ, ვდგავართ ლგბტ პროპაგანდის მხარეს და ასე გავაგრძელებთ ურთიერთობასო

ოპოზიციას ვადები კი არ დავუწესეთ, ვადა შევთავაზეთ, ეს ვადის დაწესებად მიიღეს, რადგან თავად დაწესებას არიან მიჩვეული. მათ შევთავაზეთ, რომ სხდომაზე მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ შემადგენელ საკითხს – ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას სწორედ კანონპროექტის მხარდაჭერა შესთავაზა.

„მხარი უნდა დაუჭირონ იმას, რომ ახალგაზრდები პროპაგანდისგან დავიცვათ. ვენეციის კომისიის რეკომენდაციას არ უნდა შევეგუოთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვით და კონსტიტუციიდან დათქმა წაშალეთო. ოპოზიციას სწორედ კანონპროექტის მხარდაჭერა შევთავაზეთ, ისინი კი ვადების დაწესებას არიან მიჩვეული. ამბობენ, ჩვენ ვდგავართ ლგბტ პროპაგანდის მხარეს და ასე გავაგრძელებთ ურთიერთობასო“, – განაცხადა მდინარაძემ.