მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიას პროკურორის ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლა არ შეეძლება, პრაქტიკულად ეს არის შინაპატიმრობა
პრაქტიკულად ეს არის შინაპატიმრობა, ნიკა მელიას პროკურორის ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლა არ შეეძლება, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მისი თქმით, სასამართლომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენა, არჩია, რომ ნიკა მელია არ გავიდეს სახლიდან, თუ პროკურორი და გამომძიებელი ამის უფლებას არ დართვას.
„შინაპატიმრობა, როგორც ასეთი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აღარ არსებობს, მაგრამ შინაპატიმრობის მიზნებიდან გამომდინარე, ეს იყო აღკვეთის ღონისძიება, რომელთაც თავისი პოზიტიური შედეგები გამოძიების ინტერესებთან მიმართებაში ჰქონდა. გირაოს შეფარდებით სასამართლოს აქვს საშუალება, დაუწესოს ქცევის ისეთი წესები, რომელიც მსგავსი არის შინაპატიმრობის. მაგალითად, შეუზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, ეს საშუალება ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის ნებართვას პროცესის მწარმოებელი ორგანო მისცემს. ნიკა მელიას არ შეეძლება სახლიდან გასვლა თუ ამის ნებას არ დართავს პროკურორი, ანუ პრაქტიკულად ეს არის შინაპატიმრობა, თუმცა ასეთის აღმკვეთი ღონისძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არ არსებობს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, სასამართლო თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში და დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაამტკიცა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო თავისუფალია.
„გუშინ ჩვენ ვამბობდით და აღვნიშნავდით, ეს იყო თანხმობა, შუამდგომლობით მიემართა საქართველოს პროკურატურას სასამართლოსათვის. ჩვენ ამის თანხმობა გავეცით. საქართველოს პარლამენტი არავის არ იჭერს. ამასაც ხაზგასმით ვიმეორებდით, ეს არის სასამართლოს საქმე და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ისე, როგორც გადაწყვიტა ამ შემთხვევაში და სხვა შემთხვევაში გადაწყვეტს. ის არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში. დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ცხადყო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა მოუხსნა იმუნიტეტი, ანუ მისცა საქართველოს მთავარ პროკურატურას საშუალება, რომ მიემართა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოსათვის, ეს აპრიორში არ ნიშნავდა პატიმრობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სასამართლომ დღეს „ნაცინალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
გუშინ საქართველოს პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემარ