მამუკა მდინარაძე - „ნაცი“ და „ნაცური“ პროპაგანდა კლავს, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ამას ფიზიკურად აკეთებდნენ და ახლა ხდება სიტყვით, რისი არაერთი შემთხვევაც გვაქვს
მამუკა მდინარაძე - „ნაცი“ და „ნაცური“ პროპაგანდა კლავს, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ამას ფიზიკურად აკეთებდნენ და ახლა ხდება სიტყვით, რისი არაერთი შემთხვევაც გვაქვს

„ნაცი“ და „ნაცური“ პროპაგანდა, ფაშისტური პროპაგანდა კლავს, ისინი ფიზიკურად აკეთებდნენ ამას თავისი ხელისუფლების პერიოდში და ახლა ხდება სიტყვით, ამის არაერთი შემთხვევა გვაქვს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ერმილე გიგიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ნაცური“ პროპაგანდა კლავს.

„შემიძლია, გავიხსენო 2003 წლის ფაქტი, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მსგავსად მოკლა პოლიციელი, როდესაც უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, ის პოლიციელი გარდაცივალა ადგილზე, თუ სწორად გვახსოვს. 2020 წელს, ოთხი წლის წინ საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთკვირიანი, ფაშისტური, ნაცური ბულინგის შედეგად გარდაიცვალა. ცოტა დავფიქრდეთ ყველა, რისთვის ვკლავთ ერთმანეთს. „ნაცური“ პროპაგანდა კლავს. ყველა „აღშფოთებული“ მოქალაქის უკან აღმოჩნდება ხოლმე „ნაცმოძრაობის“ ბინძური აქტივისტი და ეს პროპაგანდა კლავს, ამ პროპაგანდამ მოკლა გუშინ ერმილე გიგიაძე. უნდა ვიცოდეთ, რამდენი ასეთი „აღშფოთებული“ მოქალაქე აღმოჩნდება, იქ არის მატყუარა „ნაცი“, რომელიც ძალით იბრაზებს თავს. ახლა ჭყიპინათი სურთ პროპაგანდის მსხვერპლის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების გადაფარვა, არ გადაგაფარინებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

არსებული ინფორმაციით, წყალტუბოში ოპოზიციის აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წევრს, ერმილე გიგიაძეს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.